შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ცოდვებს სისუსტე ჰქონდეთ მიწაზე

მთიელი 1 წლის წინ
მამაო ჩვენო, ღმერთო მაღალო!
კვლავ მუხლმოყრილი გავედრებ სათქმელს.
შენ დაგვიცავი, მოგვმადლე ძალა,
რამეთუ შენი კვლავ უფრო გვწამდეს.
რომ გავარჩიოთ შენგან ბოროტი,
ჩვენი სულის ხმას ნაკლებად ჰგავდეს,
მშობლების ლოცვა დაჰქონდეთ შვილებს,
ყველა მებაღე ყვავილებს რწყავდეს.
არ ჩავეკიდოთ სხეულს დროებითს
სული ღვიოდეს, არასდროს გაცვდეს.
ცოდვებს სისუსტე ჰქონდეთ მიწაზე,
წყალობა შენი ყოველ წამს ახლდეს.

მთიელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →