შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უშენოდ ყოფნამ ამრია

მთიელი 1 წლის წინ
დამნისლეს დილიდან ფიქრებმა,
ეტყობა რომ ღამემ ამრია...
არადა არც წვიმა არ მოდის,
არც ცაზე ოხერი ქარია.
მოვდივარ და შენსკენ მზე მერთვის,
მაყრებად მომყვება მთანია.
არ მითხრა უარი, თუმც გეთქმის,
არ ამირიო გზანია...
მოვალ და მოვიტან ჩემს სათქმელს,
ვიუბრებ, რად ვიმტვრევ ფრთანია...
იქნება დამინდოს მაგ გულმა,
ეს გული რომ შენით მთვრალია...
თუ არას მეტყვი და არც ღიმილს
არ შემომანათებს თვალნია...
არ მინდა ეგეთი სიცოცხლე,
არ მინდა არც სხვათა დარია...
წამერთვას თუ გინდა რითმები,
თუ გინდა ეს მუზაც ამყრია...
თუკი არ ჩემობ არც ლექსი,
არ მინდა თუ შენი არ ქვია!
არადა არც წვიმა არ მოდის,
არც ცაზე ოხერი ქარია...
დამნისლეს დილიდან ფიქრებმა,
უშენოდ ყოფნამ ამრია...

მთიელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →