შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მინდა მიმყვეს ბოლომდე

მთიელი 1 წლის წინ
ახლა ისე მენატრება ჩემი ძველი გიტარა...
სიმებიდან ნამღერი, დასერილი თითებით...
დრო გაფრინდა, დრომ ქარდაქარ იარა,
ჭაღარა ვართ, მეც და ჩემი რითმებიც...
მებჯინება ყელში უნაპირო განცდები,
ავღელდი და ზღვასავით ვეძებ გაშლილ იალქმნებს...
გულო სანამ ფეთქავ, მანამ დარდით გაცვდები
იმედია სული, სიმშვიდემდე მიაღწევს...

მერე ჩემი სიმღერა, მინდა ზეცას სწვდებოდეს...
ნისლებიდან მთებამდე როგორც ბეწვის ხიდია...
გინდა სხვამ ვერ გაიგოს, მხოლოდ შენერთს გესმოდეს,
ეს სამყარო ისედაც საკმარისზე დიდია...
მერე ჩემი ლექსები, მინდა მიმყვეს ბოლომდე,
თუკი ღირს და გიღირან იქნებ გულით ატარო...
თუ არ ღირს და არც მინდა რომ ამაოდ ბრძოლობდე,
შემოდგომის ხეებზე ფოთლებივით დაყარო...

მართლა როგორ მომენატრა, ჩემი ძველი გიტარა...
ვწერ და მეღიმილება გარდასული მზეები.
დრომ რა ჩქარა, როგორ სწრაფად იარა...
თითქოს გუშინ დავიწყეთ და დღეს უკვე ვბერდებით...

მთიელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →