ჩანაწერი
Laravel
🎶
შენ ხარ მზის სხივი, ოთახს რომ ავსებს...
ოთახს, რომელშიც სულ ვიყო მინდა...
გადამივსებენ განცდების თასებს
გრძნობები შენი, სუფთა და წმინდა...
მინდა, მაგ შენი თვალების ჩეროს,
ჩეროს რომელშიც სიმშვიდეს სძინავს...
ჩემს სიცოცხლეზე მეტად რომ ვჩემობ...
ჩემი მზერის ქვეშ ჰქონდეს სულ ბინა...
წამომეშლები დღეს ისევ ლექსად...
გიმღერი და თან რარიგად მტკივა.
რომ უშენობა დაძრწის აქ ღელვით,
შენც უჩემობას დარდობ და გცივა...
ცვივა, დრო ირგვლივ ფოთლებით მოფენს
შემოდგომის ამ სევდიან ფურცლებს...
ხვალ თოვა იმ თეთრ სიჩუმეს მოგვცემს
სიჩუმეს, რომლის ხმაურს ვერ ვუძლებ...
ვუმზერ ცის იქით ანარეკლს მთვარის,
არ უწერიათ იმედებს კვდომა...
მეჩურჩულება სიწყნარე ღამის
რომ, გაზაფხული უთუოდ მოვა...
კვლავ ამივსებენ განცდების თასებს...
გრძნობები შენი, გრძნობები წმინდა...
შენ მზის სხივი ხარ, ოთახს რომ ავსებს...
ოთახს, რომელშიც სულ ვიყო მინდა!...
მთიელი
ოთახს, რომელშიც სულ ვიყო მინდა...
გადამივსებენ განცდების თასებს
გრძნობები შენი, სუფთა და წმინდა...
მინდა, მაგ შენი თვალების ჩეროს,
ჩეროს რომელშიც სიმშვიდეს სძინავს...
ჩემს სიცოცხლეზე მეტად რომ ვჩემობ...
ჩემი მზერის ქვეშ ჰქონდეს სულ ბინა...
წამომეშლები დღეს ისევ ლექსად...
გიმღერი და თან რარიგად მტკივა.
რომ უშენობა დაძრწის აქ ღელვით,
შენც უჩემობას დარდობ და გცივა...
ცვივა, დრო ირგვლივ ფოთლებით მოფენს
შემოდგომის ამ სევდიან ფურცლებს...
ხვალ თოვა იმ თეთრ სიჩუმეს მოგვცემს
სიჩუმეს, რომლის ხმაურს ვერ ვუძლებ...
ვუმზერ ცის იქით ანარეკლს მთვარის,
არ უწერიათ იმედებს კვდომა...
მეჩურჩულება სიწყნარე ღამის
რომ, გაზაფხული უთუოდ მოვა...
კვლავ ამივსებენ განცდების თასებს...
გრძნობები შენი, გრძნობები წმინდა...
შენ მზის სხივი ხარ, ოთახს რომ ავსებს...
ოთახს, რომელშიც სულ ვიყო მინდა!...
მთიელი
Laravel
კომენტარი
0