ჩანაწერი
Laravel
🎶
დავალ, დამყვება ღამე პირქუში
შეხსნილ იარებს სევდით ამივსებს...
იმდენი ფიქრი ეტევა გულში
ალბათ ის დიდი ზღვაც ვერ დაიტევს...
გადათოვილან გზები ტკივილით
მთებს დასცემიათ თეთრი სიმშვიდე...
რამდენი დილა ვხატე ღიმილით
მაგრამ ეს დარდი ვერ მოვიცილე...
ვწერ და არ ვიცი როგორ ვიმღერო?!
შემომჩვევია მთვარის სიგიჟე...
მსურს გაზაფხული გადავიბევრო
დამღალა ზამთრის ცივმა სიშიშვლემ...
მორჩა, ამაღამ უნდა გათავდეს!
უნდა მოვიკლა ყველა წყურვილი...
მინდა სულ ყველა ერთად გადაგვხდეს,
ყველა ნატვრა და ყველა სურვილი...
დავალ და დამყვება ღამე პირქუში
სევდით ამივსებს დახსნილ იარებს...
ოხ როგორ მინდა ჩაგიკრა გულში!
და ზაფხულისკენ შემოვტრიალდეთ...
მთიელი
შეხსნილ იარებს სევდით ამივსებს...
იმდენი ფიქრი ეტევა გულში
ალბათ ის დიდი ზღვაც ვერ დაიტევს...
გადათოვილან გზები ტკივილით
მთებს დასცემიათ თეთრი სიმშვიდე...
რამდენი დილა ვხატე ღიმილით
მაგრამ ეს დარდი ვერ მოვიცილე...
ვწერ და არ ვიცი როგორ ვიმღერო?!
შემომჩვევია მთვარის სიგიჟე...
მსურს გაზაფხული გადავიბევრო
დამღალა ზამთრის ცივმა სიშიშვლემ...
მორჩა, ამაღამ უნდა გათავდეს!
უნდა მოვიკლა ყველა წყურვილი...
მინდა სულ ყველა ერთად გადაგვხდეს,
ყველა ნატვრა და ყველა სურვილი...
დავალ და დამყვება ღამე პირქუში
სევდით ამივსებს დახსნილ იარებს...
ოხ როგორ მინდა ჩაგიკრა გულში!
და ზაფხულისკენ შემოვტრიალდეთ...
მთიელი
Laravel
კომენტარი
0