ჩანაწერი
Laravel
🎶
დაღამებულან ფიქრები,
სევდა მოჟონავს ციდან...
გულს არევია რითმები,
თან შემოდგომა წვიმდა...
სულში აშლილი განცდები,
გადამირიეს ქარებმა...
ჟამით ეს მზერაც გაცვდება,
გაუხუნდება ფერები...
დროს მიყვებოდეს დარდი და
თავად ეძებდეს გზებს...
მე მხოლოდ ერთი გზა მინდა.
გზად, გაზაფხულის მზე...
ადიდებულან გრძნობები
მთებს მოწყვეტილან ღვარად...
ღელავენ ჩემი სტროფები
ტალღებს არა აქვთ ზღვარი...
აბობოქრებულ ცის მწკრივებს
ღრუბლები ზღვაში ცლიან...
ამ უნაპირო ტკივილებს
ჩემი ლექსები ქვია...
დროს მიყვებოდეს დარდი და
თავად ეძებდეს გზებს...
მე მხოლოდ ერთი გზა მინდა.
გზად, გაზაფხულის მზე...
მაგრამ არ არის იქ ისე...
როგორც ჩვენ გვსურს და გვინდა.
დაზამთრებულა ცის კიდე
უკვე თენდება გვიან...
მთიელი
სევდა მოჟონავს ციდან...
გულს არევია რითმები,
თან შემოდგომა წვიმდა...
სულში აშლილი განცდები,
გადამირიეს ქარებმა...
ჟამით ეს მზერაც გაცვდება,
გაუხუნდება ფერები...
დროს მიყვებოდეს დარდი და
თავად ეძებდეს გზებს...
მე მხოლოდ ერთი გზა მინდა.
გზად, გაზაფხულის მზე...
ადიდებულან გრძნობები
მთებს მოწყვეტილან ღვარად...
ღელავენ ჩემი სტროფები
ტალღებს არა აქვთ ზღვარი...
აბობოქრებულ ცის მწკრივებს
ღრუბლები ზღვაში ცლიან...
ამ უნაპირო ტკივილებს
ჩემი ლექსები ქვია...
დროს მიყვებოდეს დარდი და
თავად ეძებდეს გზებს...
მე მხოლოდ ერთი გზა მინდა.
გზად, გაზაფხულის მზე...
მაგრამ არ არის იქ ისე...
როგორც ჩვენ გვსურს და გვინდა.
დაზამთრებულა ცის კიდე
უკვე თენდება გვიან...
მთიელი
Laravel
კომენტარი
0