შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

და ახლა ისე ვგავართ პოეტებს

მთიელი 1 წლის წინ
ამინდი, მარტი გაგიჟდა დღესაც...
ქარის ხმა ციდან დაგვიშენს ღრუბლებს.
ქუჩები როგორც დაღლილი დედა...
სევდით აგვივსებს დრო და დრო გულებს.

მოწყენილია თითქოს ქალაქი,
ქოლგები კლავენ ზეციურ წვიმას...
ტაძრიდან ზარი მოუხმობს უფალს
და კვლავ მოძღვრის ხმით აღავლენს წირვას.

დავდივართ და ჩვენს ნაბიჯებს ითვლის,
ფრაზები შენი, ან ჩემი რითმა
და ახლა ისე ვგავართ პოეტებს
რომ ეს ავდარი სულამდე მიგვაქვს...

სულში კი ჩემო ძვირფასო,
ღრუბლებს ვაფარებთ მზეს...
შენი თითები ჩემს ხელებს,
მზერით მითბობდი გზებს.

ქუჩა კი როგორც დაღლილი დედა...
გულებს დრო და დრო გვივსებდა სევდით.
მე და შენ სევდას ვატანდით ქარებს
და მარტის ცაზე ლექსებად ვწერდით.

მთიელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →