შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქალავ

მთიელი 1 წლის წინ
გაზაფხულდება და აავსებს დარი ამინდებს,
იქნებ სხეულშიც შეაღწიოს სიცოცხლის მსგავსად...
მარტი ცელქია, ირევა და სულსაც აგიჟებს,
ნუ მოედები შენ ზამთარო გრძნობებზე ხავსად...

გაჰყევი თოვლს და თან წაიღე შავთეთრი დღენი
ახლა, მსურს მკერდში ყვავილების სურნელს ვიკრავდე...
იქნებ, აპრილთან გველოდება ოცნება ჩვენი,
მაისის კართან მიბნეულებს გულს ჩაგვიკრავდეს...

ქალავ, სიყვარულს ვინ შეუცვლის ფერებს ან ტალღას?!
შეუდრეკელი და მყარია ჩემი მთებივით!...
მთიელის გულში მოხეთქილი, ჰოი მის ძალას!
თუ შეგვიყვარდა, მუდამ გვიყვარს ერთი ღმერთივით!
მთი ელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →