შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ისევ შენ

ვნება თოვლივით ავაგუნდავეთ
და ვგრძნობთ გვიპირებს წალეკვას სასტიკს .
ოთახში გვესმის ვივალდის ბგერა,
ამ ოთახს შენი სურნელი ასდის .
ოთახში ჩნდება ნაბიჯი მთვარის ,
წარმტაცე გული -
ოქროს საწმისი .
შენა ხარ ჩემი ოცნების ფერი
და ჩემი ყველა გრძნობის საწყისიც ...
მეხვევიან და მაცლიან ძალას
შენი მკლავების თეთრი გველები .
მე შენი სუნთქვის კარავი მფარავს
და ისე მსურხარ,
თავს ვერ ვერევი.
და მესმის შენი პულსის სიხშირე,
მზით რომ გამითბე ყოველი კვირა...
გულს ამოვიგლეჯ და წარმართივით
შენს სიყვარულის ბომონზე ვწირავ .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →