ჩანაწერი
Laravel
ჩაქრობა
შენ ნუ იდარდებ, რომ მზედ ჩავქრი...
ვაკეთებ დასკვნას,
მზე თუ არ ჩაქრა ვერასოდეს ვერ ნახავ ვარსკვლავს!
მე მარტო ვდგავარ ატუზული მოწყენის ბაღში
და თავმოჭრილი გორგონები გორავენ ქარში.
ქეიბურები სრიალებენ.. და კლავენ ფიქრებს,
მიდის მოხუცი ქუჩაში და სახლისკენ იგნებს...
დგას ჩემი სული წვიმისფერი...
გაკლაკნილ ელვით,
მიქელანჯელოს ხასიათით მიხტუნავს ნერვი,
ველი, რომ ვიღაც მაინც მოვა ჩემზე მგლოვარი,
სანამ სიცოცხლის დამერქმევა
ნაექოვარი. .

კომენტარი
1