შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიცივე

თვალებში დგება ცივი განგაში,
დარდში გახვევა ჩემი წესია,
ეჰ, რა ჩაწვება ახლა საფლავში,
არა და ყოფა უარესია.
ვტრიალებ ირგვლივ ფიქრისფერ ღერძის,
აღარ ეტყობა სარკმელს მზის შხეფი.
აი, ამ წუთას არავინ მებრძვის,
მხოლოდ საკუთარ თავს ვეზიზღები.
მოდის ქართა და წვიმათა წყება,
შორს საიქიოს ქარიც ხმიანობს ,
პატარა ბავშვის საფლავზე წვება,
ჭრელი ტყის ჩიტი და სევდიანობს.
შევინარჩუნე ხომ მაინც რჯული!
ჩემ წინ ტკივილი დგება ალპებად...
დღეს აღარ ვიცი, ეს ჩემი გული
რომელი ბუჩქის ძირას დალპება...
Laravel

კომენტარი

1
ალპებად - დალპება — ამაზე ხარისხიანი რითმა არ მსმენია აქამდე
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →