შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა და შენ

შემოდგომაა... ფოთლების გროვა...
ჩემში სიცივე დგას ხელუხლები...
შენ ამბობ: „ხვალე სულ სხვა დღე მოვა“
მე- მიცახცახებს შიშით მუხლები.
საყვარლად გიჩანს მკლავზე ხალები,
სამყარო არის ჩემთვის უხეში,
შენ ამბობ: „ სულ სხვა ქალს ეყვარები“
მე კი ეს „სულ სხვა „ მცელავს მუხლებში.
გირეკავს ვიღაც და იღებ ყურმილს
და გახლეჩ ბაგეს ბროწეულივით...
მე კი ,მოვგავარ საფლავის დუმილს
და მხანჯლავს ფიქრთა ოცეულები..
ვღელავ, მერევა სიტყვის ხმოვნები,
ხელები მრჩება შენკენ გაწვდილი...
შენ ამბობ :“მუდამ მემახსოვრები,
როგორც სიზმარი ღამით განცდილი“
შრიალებს ქარი ათასი ტყემლით,
ჩემთან იმედის გემს ვინ მოიყვანს?
თვალის ფანჯრიდან გადმოხტა ცრემლი
და იატაკზე თავი მოიკლა.
ასე ვსაუბრობთ მე და შენ ახლა...
და ყველაფერი კარგი წავიდა...
შენც წასულხარ და ტირის სიზმარი
გადმოფრენილი ჩემი თავიდან...
Laravel

კომენტარი

1
ჟანა ანანიძე
ჟანა ანანიძე ,,ამ ცხოვრებაში ზღვა ვარ,შემდეგში ყვავილი ვიქნები" დონე 1 · ახალბედა 4 თვის წინ
🪻🌷🌼🌻🥰😍ცრემლის განპიროვნება ულამაზესია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →