შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სულის კედლებზეა ბზარი შერჩენილი

სულის კედლებზეა ბზარი შერჩენილი
მიტევს მარტოობა ისე, როგორც ყველას,
თვალი შეიღება იასამნისფერად,
ზეცის ლურჯი მხრიდან წვეთავს ცისარტყელა.
სხედან მოხუცები სოფლად სამოვართან,
მათში იხატება, თითქოს, ქვეყნის ბედი,
წითელ ყაყაჩოზე ნელა ჩამოღამდა,
მიწა დაინამა მერე სიჩუმეთი.
ქარმა მოიპარა ხმები მოცარტიდან,
მინდა ყვირილი და არ მსურს დარიდება.
ზოგჯერ მეტირება ისე მოწყვლადი ვარ,
თვალებს დაეუფლა მძიმე გარინდება.
მწარე გარინდება, მსგავსი ქარტეხილის,
ვდგავარ ცივ ქუჩებში ხისებრ ამოსული,
სული გრაფიკულად სტრიქონ-დატეხილი,
თითქოს, დანა არის ყელში გამოსმული.
ჩემი მყოფადიდან მაგ შენს თვალებამდე
ფიქრიც მიძნელდება ისე შორი არის,
ყელში ამოვიდა ყოფნა ქაოტური,
აუტანელია მარტო ბორიალი.
ტვინში დიდი ბზარი ვეღარ გავაჩერე,
ისევ უკუვაგდე ყველა პარადიგმა,
სულში ქარიშხალი ისე გავაჭენე,
მისი ფლოქვების ხმა გასცდა გალაქტიკას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →