შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შავ ნაპირებს

რა ვეღარ მივწვდი იმ შავ ნაპირებს,
აჰა, ვიცდი და არა ღირს მოცდა,
მთელი ცხოვრება სიკვდილს ვაპირებ,
ამასობაში მოვიდა ოცდა
ცამეტი წელიც, ცივი თოვლივით,
ჩამოვეცალე მაინც ძმაბიჭებს,
თანდათან უკვე ვიაზრებ იმას,
ლადოს ასაკსაც გადავაბიჯე,
თანაც არც ისე ცოტა ხანია
და აღარ მატკბობს ჩვილის ტიტინი,
გზას ზოგჯერ მზერა მიეყინება
და გარინდული სული მიტირის,
მინდება ვიქცე ფრთაგრძელ ფრინველად,
ამ ფრთების დანით გავჭრა უკუნი.
მე ვარ დიუნი ქვიშით ნაგები,
უდაბნო_ სიცხით გადახრუკული
და გულგატეხილ სხეულში სახლობს
სული, რომელიც ჩამოლეწილა,
თანდათან მოდის ის რწმენა ახლოს,
რომ შენ ლუციფერს არ შეეწირე.
ის დრო წავიდა და წლებმა გვძლიეს,
უკვდავების რომ ვჩანდით წყაროთი,
სოფელში მინდვრად რომ ვკრეფდით იებს
და მთელი ძალით მზეს შევხაროდით.
ახლა ყოველ დღეს ცრემლები ახლავს,
არც გვინდა უკვე გადაფიქრება,
თითქმის, ვერაფერს ვერ იგებ ახალს და სვამ შეკითხვას როდის იქნება?..
როდის იქნება, სიმშვიდის წამი...
რომ შეუერთდე შაოსან მხედრებს.
არ შეგეშინდეს,
განა სულს ვღაფავ,
მთვარედ ვაკვდები ნესტიან კედლებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →