შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შიში

მართლა არ ვიცი, ახლა რა მინდა,
ვარ სისხლისფერი მინდვრის ყაყაჩო.
ვერ გამოვედი ჩემი ღამიდან,
ჩემივე ბნელმა გველმა დამახრჩო.
მითრევს ჩემივე შავი უფსკრული,
ფოთლისგან გვიდნენ ქუჩებს ამ დილას,
ვეღარ დავძლიე შიშის უშგული,
ფიქრგადაცმული ჩონჩხი დავდივარ.
სიცოცხლე ჩემთან სტუმრად მოვიდა,
მასპინძელს მარბევს, მსერავს აკვნიდან,
სიცოცხლე ჩემთან სტუმრად მოვიდა
და ვეღარ ვაგდებ ჩემი სახლიდან.
თეთრ ყვავილებთან გავისეირნებ
და ხის სკამებზე ჩავიკეცები,
გიმზერენ, რადგან უყვართ სეირის
ყურება ურცხვად,
თვალის ცეცებით.
არც აწმყო მინდა და არც წარსული
და მომავალის სიბნელე მტკივა...
მე ხე ვარ,
ფოთლებშემოძარცვული,
ჩემივე შიშის ხახაში ვზივარ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →