შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ძველი ლექსივით

ჩემს გულში ძველი ლექსივით ჩარჩი...
ზღვის მწვანე ტონში ვუყურებ პალმას,
თანდათან ვკარგავ ცხოვრების იმედს
და თვითმკვლელობის იმედიც არ მაქვს.
ხანდახან მინდა, რომ ვიყო წვიმა
და შენობებზე ვიმტვრევდე თავპირს
და მეოცნებე ქალის სახეზე,
ვტოვებდე ჟრჟოლას...
კოცნათა აპრილს...
მთვარემ დამისვა თეთრი ეშვები
და ხერხემალიც დარდმა გაღუნა,
წამომაწვინა ნეტავ კაკლის ქვეშ,
სოფლის ღრუბელი თავზე დამხურა,
მომაწყვეტინა იქვე სამყურა,
შორს არაგვიდან მიხმობს აღაზაც,
ირგვლივ აყვავდა ყველა მცენარე,
მხოლოდ ჩემს სულში ჭკნება რაღაცა,
მაგრამ არ ვიცი, ვინ ანდა რა მჭირს,
ჩემს გულში ძველი ლექსივით ჩარჩი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →