ჩანაწერი
Laravel
სურვილი
ის ღამე მინდა,
იმ ღამეს მოდი,
ქარი რომ წაშლის სიმწვანეს ზღვაზე.
პიანინოდან პატარა ნოტი,
შემოგახტება ოქროსფერ თმაზე.
როცა მკლავებში შეიფართხალებ,
პატარა თეთრი პეპლის გულივით.
იქ მე ვიქნები
შენი სათავეც
იქ მე ვიქნები
შენი სურვილიც.
მე ვიცი,
გგრძნობდნენ სხვისი მკლავებიც,
მორჩენილ ვნებით მოდი,
ამ კარით,
ზოგჯერ მორჩენილ საღებავებით
უკეთეს ნახატს შექმნის მხატვარი.
ღმერთს არა,
დარდი ეშმას ენება,
შემოდი გულის სანაპიროში.
რომ გამოგკვეთო,
როგორც ვენერა,
კვლავ თეთრ ტოსკანის მარმარილოში,
იმ ღამეს მოდი,
ქარი რომ წაშლის სიმწვანეს ზღვაზე.
პიანინოდან პატარა ნოტი,
შემოგახტება ოქროსფერ თმაზე.
როცა მკლავებში შეიფართხალებ,
პატარა თეთრი პეპლის გულივით.
იქ მე ვიქნები
შენი სათავეც
იქ მე ვიქნები
შენი სურვილიც.
მე ვიცი,
გგრძნობდნენ სხვისი მკლავებიც,
მორჩენილ ვნებით მოდი,
ამ კარით,
ზოგჯერ მორჩენილ საღებავებით
უკეთეს ნახატს შექმნის მხატვარი.
ღმერთს არა,
დარდი ეშმას ენება,
შემოდი გულის სანაპიროში.
რომ გამოგკვეთო,
როგორც ვენერა,
კვლავ თეთრ ტოსკანის მარმარილოში,
Laravel
კომენტარი
0