შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იასამნები

გაწყდა აორტიდან ლექსის არტერია,
რითმები სიკვდილს გაუწოდა.
სულიდან მცვიოდა იასამნები და
სულში იასამნებს რა უნდოდა.
ცა ჩინურ ლარნაკს ჰგავდა და დაიმსხვრა,
სიბნელე მიწისკენ გაიტოტა.
თვალებში ვეძებდი მიმქრალ მზეს და
თვალებში ან მიმქრალ მზეს რა უნდოდა.
ვაი, რომ უფერო სულს რწმენა არ შერჩა,
ვერ დავრგავ იმედის ალიანდრებს,
მე ახლა თეზევსი ვარ, დარდის ლაბირინთში,
ეგ ძაფის გორგალი მომეცი, არიადნე,
რომ მოვკლა მინოტავრი და უკან გამოვიდე
და დავსვა გიგანტური წერტილი.
რომ დედამიწის ტბებიდან გაფრინდეს,
სული უთეთრესი გედივით.
გაწყდა აორტიდან ლექსის არტერია,
რითმები სიკვდილს გაუწოდა.
სულიდან მცვიოდა იასამნები და
სულში იასამნებს რა უნდოდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →