შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენ გსურს

შენ გსურს

შენ ათას ტანჯვას მალავდი სულში,
რადგან სიბილწის ძალა არა გაქვს,
შენ გსურს ცხოვრებას ესროლო გულში,
მაგრამ ცხოვრებას გული არა აქვს
შენ ყოფას არქმევ შექსპირულ დრამას
და უმნიშვნელოს ჰგავხარ პერსონაჟს,
ვეღარ აგრძელებ სუნთქვას და თამაშს,
ფეხზე იკიდებ ყველა პერსონას...
და გული, როგორც სისხლის ნიჟარა,
ცვდება და მერე შრება ძირამდე
და შიშნეულად ფიქრობ ყოველღამ,
რომ ვერ გაატან ალბათ, დილამდე.
წამოდგები და ჩუმად უყურებ
ღამის ეშვებში მომწყვდეულ მთვარეს,
არვინ მოგიტანს გულს, რომ დაკარგე,
არვინ შემოხსნის დაკეტილ კარებს.
კვლავ ათას ტანჯვას დამარხავ სულში,
ხვდები, სიბილწის ძალაც არა გაქვს,
შენ გსურს ცხოვრებას ესროლო გულში,
მაგრამ ცხოვრებას გული არა აქვს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →