შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

იმედის ელეგია

რომ არ ცოცხლობდეს იმედი,
ადამიანთან ერთად....
დაზამთრდებოდა სულში და
გამეფდებოდა სევდა.
არც ნუში აყვავდებოდა,
არც ლურჯთვალება ია:
აღარ მოვაო ზაფხული,
მაშ! რა გახაროთ ძიავ?!
არც შაშვი იგალობებდა
მწვანედ შემოსილ ბაღში:
რა მამღერებსო, როდესაც
ნისლი ჩამოწვა მთაში.
აღარ მოხნავდა ველ-მინდვრებს,
ხარი, ქორბუდა რქებით
იტყოდა: პური რად გინდათ,
როცა გაგიწყრათ ღმერთი.
არც ვინმე გვეყვარებოდა,
უიმედოს და წამხდარს,
ცხოვრება ემსგავსებოდა
ცივ და სუსხიან ზამთარს.
ადამის მოდგმავ იკითხე,
როცა წარსდგები ღმერთთან,
რომ არ ცოცხლობდეს იმედი,
მაშინ რა უნდა გექნა?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →