ჩანაწერი
Laravel
ნაფეხურები
როგორც ბეღურას პურის ნამცეცი
ახარებს, თოვლზე მიმობნეული,
მე მიხარია შენი დანახვა,
შენი ფიქრები გზაარეული...
ნაფეხურები თოვლიან გზაზე,
შენი თითების ნაფეხურები..
და როცა მოვალ შენს გულის კართან,
გააღე ყველა საკეტურები.
ყველა ფანტელი ციდან მოსული
მიწას, რომ ეკვრის ჩასახუტებლად,
შენს ტკბილ ტუჩებზე კოცნას მაგონებს,
ყველა ტკივილის დასადუმებლად.
და ბეღურები მობუზულები, კვლავ დაეძებენ
პურის ნამცეცებს,
ფრთხილად ახებენ თოვლის ფანტელებს, თავის პაწია,
სათუთ საცეცებს.
ყველა ნამცეცის თითო მარცვალში,
თითქოს სიცოცხლის წყაროს დაეძებს.
როგორც ბეღურას პურის ნამცეცი,
ახარებს, თოვლზე მიმობნეული,
ისე მახარებს შენი დანახვა,
შენი თითების ნაფეხურები!...
ახარებს, თოვლზე მიმობნეული,
მე მიხარია შენი დანახვა,
შენი ფიქრები გზაარეული...
ნაფეხურები თოვლიან გზაზე,
შენი თითების ნაფეხურები..
და როცა მოვალ შენს გულის კართან,
გააღე ყველა საკეტურები.
ყველა ფანტელი ციდან მოსული
მიწას, რომ ეკვრის ჩასახუტებლად,
შენს ტკბილ ტუჩებზე კოცნას მაგონებს,
ყველა ტკივილის დასადუმებლად.
და ბეღურები მობუზულები, კვლავ დაეძებენ
პურის ნამცეცებს,
ფრთხილად ახებენ თოვლის ფანტელებს, თავის პაწია,
სათუთ საცეცებს.
ყველა ნამცეცის თითო მარცვალში,
თითქოს სიცოცხლის წყაროს დაეძებს.
როგორც ბეღურას პურის ნამცეცი,
ახარებს, თოვლზე მიმობნეული,
ისე მახარებს შენი დანახვა,
შენი თითების ნაფეხურები!...
Laravel
კომენტარი
0