შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გულისთქმა

შენი გულისთქმას თუ დაუჯერებ
თუ იგრძნობ სუნთქვას, რომელიც გხიბლავს,
გაზაფხულდება შენთან ქუჩაზე
ოთახში სადაც მეფურად გძინავს.
აყვავდებიან ტყემლები, ნუში
მოიტანს სურნელს შენი ტუჩების,
მე ჩავიხედავ შენს ლამაზ სულში
უკანასკნელად ჩაგეხუტები!
და შენს სულშიაც გაზაფხულდება,
ამღერდებიან გულის სიმები,
ჩვენ ორნი ვივლით ამ გაზაფხულში
ვით მოტრფიალე, ტყეში ირმები.
მინდა, რომ შენში ვგაზაფხულობდე,
არ მინდა ოდეს დადგეს ზამთარი,
მინდა არასდროს აღარ დამთავრდეს,
შენზე ფიქრები ლამაზ ზღაპარში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →