ჩანაწერი
Laravel
წერილი ელისს (ნატვრის ხე)
ერთი შეხედვით -
სისულელეა,
ხეზე სურვილები ჩამოახრჩო
და ასრულების იმედი გქონდეს...
ეს გონჯი ხეა
ჩემი ნატვრის ხე,
დაბალი და განში გასული
თითქოს ჩემს ოცნებებს
დაუმძიმებიათ,
დაუჩაგრავთ,
ხელი შეუშლიათ
ტანის აყრაში,
ალვობაში.
ჩემი ნატვრის ხე -
ეს გონჯი ხეა.
არც ფოთლები აქვს,
არც გახუნებული ნაჭრები
უმშვენებს ტოტებს.
შიშველი დგას და
ალაგ-ალაგ ჩემი სული ჰკიდია,
ჩემი თითები ჰკიდია,
დგას და იძახის:
ისუნთქე,
ისუნთქე,
ისუნთქე...
გსუნთქავ
შემხმარ ტოტებს შორის.
"ალიხე, მალიხე, სალიხე..."
ნეკა თითებს შენი ღიმილი შევუთქვი
და სულ ქვედა ტოტზე დავკიდე
(პირველი ეგ იქნება)
ბერა თითები - შენი მკლავებია,
საჩვენებელი - მე მათში,
შუა - სიჩუმე და
გარშემო მთები,
არათითები - ერთი მომცრო კარავი,
მილიონი ვარსკვლავი ცაზე და
ღამე.
ეს გონჯი ხეა
ჩემი ნატვრის ხე
შიშველი დგას
და სურვილებს მითვლის...
სისულელეა,
ხეზე სურვილები ჩამოახრჩო
და ასრულების იმედი გქონდეს...
ეს გონჯი ხეა
ჩემი ნატვრის ხე,
დაბალი და განში გასული
თითქოს ჩემს ოცნებებს
დაუმძიმებიათ,
დაუჩაგრავთ,
ხელი შეუშლიათ
ტანის აყრაში,
ალვობაში.
ჩემი ნატვრის ხე -
ეს გონჯი ხეა.
არც ფოთლები აქვს,
არც გახუნებული ნაჭრები
უმშვენებს ტოტებს.
შიშველი დგას და
ალაგ-ალაგ ჩემი სული ჰკიდია,
ჩემი თითები ჰკიდია,
დგას და იძახის:
ისუნთქე,
ისუნთქე,
ისუნთქე...
გსუნთქავ
შემხმარ ტოტებს შორის.
"ალიხე, მალიხე, სალიხე..."
ნეკა თითებს შენი ღიმილი შევუთქვი
და სულ ქვედა ტოტზე დავკიდე
(პირველი ეგ იქნება)
ბერა თითები - შენი მკლავებია,
საჩვენებელი - მე მათში,
შუა - სიჩუმე და
გარშემო მთები,
არათითები - ერთი მომცრო კარავი,
მილიონი ვარსკვლავი ცაზე და
ღამე.
ეს გონჯი ხეა
ჩემი ნატვრის ხე
შიშველი დგას
და სურვილებს მითვლის...
Laravel
კომენტარი
0