შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბეღურა

რა ქნას ბეღურამ
ადგეს-გაფრინდეს?
იქნებ ეგრეც ჯობდეს
ეგრეც უჯობდეს
სათავისოდ
ამ სიცივეში
ამ სიძულვილში
ამ ნაცრისფერში
ყოფნას და შიმშილს...

მაგრამ ვის დაუტოვოს
გაყინული, ფოთლებდაცვენილი
ქალაქი
თოლიებს?
ვარხვებს?
ვინღა აკენკავს დილაობით
ჩვენს ფანჯრის რაფებს
ვინღა აკრიფავს
ჩვენი შვილების
ღიმილს, შეძახილს:
"დე, ჩიტი დე..."
"მა, ჩიტი მა..."
ვინღა აკრიფავს
მათ თითებს
მათ ცხვირს
ამ მინებიდან...

რა ქნას ბეღურამ
ადგეს-გაფრინდეს?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →