ჩანაწერი
Laravel
გინკგო ბილობა
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
გინკგო ბილობა
ამ ხის ფოთოლი, ამ ხის ფოთოლი,
აღმოსავლეთის სტუმარი ბაღში,
ეხმაურება ჩვენს ჩუმ მოლოდინს,
იდუმალებით აღსავსე მარშით.
ნეტავ თუ მართლა არის ეული,
თავისი ნებით შთენილი მარტოდ?
თუ ორი არის, იმით რჩეული,
ერთად ჩათვალონ, ამას რომ ნატრობს?
ამგვარი კითხვის პასუხი ვძებნე,
მაგრამ ვიპოვე საჭირო კითხვა:
ჩემს სიმღერებში, - რას ფიქრობთ ჩემზე, -
მხოლოდ ერთი ვარ თუ ორად ვღირვარ?
15 სექტემბერი, 1815
მთარგმნელი: © მიხო მოსულიშვილი, 2017
გინკგო ბილობა
ამ ხის ფოთოლი, ამ ხის ფოთოლი,
აღმოსავლეთის სტუმარი ბაღში,
ეხმაურება ჩვენს ჩუმ მოლოდინს,
იდუმალებით აღსავსე მარშით.
ნეტავ თუ მართლა არის ეული,
თავისი ნებით შთენილი მარტოდ?
თუ ორი არის, იმით რჩეული,
ერთად ჩათვალონ, ამას რომ ნატრობს?
ამგვარი კითხვის პასუხი ვძებნე,
მაგრამ ვიპოვე საჭირო კითხვა:
ჩემს სიმღერებში, - რას ფიქრობთ ჩემზე, -
მხოლოდ ერთი ვარ თუ ორად ვღირვარ?
15 სექტემბერი, 1815
მთარგმნელი: © მიხო მოსულიშვილი, 2017
Laravel
კომენტარი
0