ჩანაწერი
Laravel
შენზე, შენით, შენთვის, შენად…
(ეპიტაფია)
ვწერდი შენზე, ვწერდი შენით…
ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
არა თავის გამოჩენად,
სულთა ჩვენთა ზღვიურ ღელვად,
ზოგჯერ სევდად, ზოგჯერ ლხენად...
ვწერდი შენზე, ვწერდი შენით,
ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
ვიქცეოდი გულის ძგერად,
ანდა სულაც უფლის ბგერად
და ზეციურ ჰანგთა მღერად.
ვეღარც შენზე, ვეღარც შენით,
ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
ვეღარ გავიკრიფე ენად,
რადგან სამარეში ვწევარ
და სიჩუმის ურჩი ტყვე ვარ.
ვეღარც შენზე, ვეღარც შენით,
ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
სულს მოუხმო მაღლით ზენამ,
სად სამოთხეც და ძირს - ქვენაც,
ჩემთვის ორივენი შენ ხარ...
მაინც შენზე, მაინც შენით,
მაინც შენთვის, მაინც შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
აქაც მარტოოდენ მე ვარ
და შორეულ ნათლის ჩქერად
კვლავაც ულამაზესს გხედავ...
ვწერდი შენზე, ვწერდი შენით…
ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
არა თავის გამოჩენად,
სულთა ჩვენთა ზღვიურ ღელვად,
ზოგჯერ სევდად, ზოგჯერ ლხენად...
ვწერდი შენზე, ვწერდი შენით,
ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
ვიქცეოდი გულის ძგერად,
ანდა სულაც უფლის ბგერად
და ზეციურ ჰანგთა მღერად.
ვეღარც შენზე, ვეღარც შენით,
ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
ვეღარ გავიკრიფე ენად,
რადგან სამარეში ვწევარ
და სიჩუმის ურჩი ტყვე ვარ.
ვეღარც შენზე, ვეღარც შენით,
ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
სულს მოუხმო მაღლით ზენამ,
სად სამოთხეც და ძირს - ქვენაც,
ჩემთვის ორივენი შენ ხარ...
მაინც შენზე, მაინც შენით,
მაინც შენთვის, მაინც შენად...
შენზე, შენით, შენთვის, შენად, -
აქაც მარტოოდენ მე ვარ
და შორეულ ნათლის ჩქერად
კვლავაც ულამაზესს გხედავ...
Laravel
კომენტარი
0