შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დაკარგული ზღვის მონატრება

და ზღვა, როგორც ქართა ქალი,
ვით მედეა ქარდაქარი,
ვით მრისხანე ქარიშხალი,
ვერსად რომ ვერ გაასწარი,
დიდ ზვირთებად მოვარდება,
რაღაც უცხო მოლანდებად,
პითაგორას მონადებად,
ანდა როგორც მონატრებად
დაკარგული ღიმილის და
დარდის...

გაიხსენებ ვიდრე იობს,
დაინახავ ზეცის ღიობს,
როგორც უფლის ფერად მინდორს,
ძირს ჩამოსულს განრისხებულ,
აქანებულ-დაქანებულ
ზღვაში...
თუმც წინაშე თვალთა კლიოს,
ვისაც როგორ უნდა, მკილოს,
ვიდრე ტალღა ქვიშით აღგვის,
დავასწრებ და ჩემს დაწერილს
მე თავადვე სამუდამოდ
წავშლი...

და შენ, შორეთს დაკარგული,
როგორც მარჯვე კალამბური,
ლურჯი ცრემლით დაქარგული,
მიუწვდომლად ქარაგმული,
როგორც ჟამი გარდასული,
არასრული დასასრულით _
მონატრებით დალამბული
ჩანხარ, როგორც სასწაული,
ღიმილ-ღიმილ,
ნისლის თავშლით,
მარდი...

და ზღვა, როგორც ქართა ქალი,
ვით მედეა ქარდაქარი,
ვით მრისხანე ქარიშხალი,
ვერსად რომ ვერ გაასწარი,
დიდ ზვირთებად მოვარდება,
რაღაც უცხო მოლანდებად,
პითაგორას მონადებად,
ანდა როგორც მონატრებად
დაკარგული ღიმილის და
დარდის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →