შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სანდროს .

მიშიმა 22 4 წლის წინ
შენ მაჩუქე სიყვარული,
შენით მიყვარს ცხოვრება,
შენი ერთი ჩახუტებით ,
ჩემი სული ცხონდება..

ჩემთვის შენ ხარ ანგელოზი,
ჩემი სულის გამგონი,
ჩემო სანდრო რომ იცოდე,
რა გრძნობის ვარ პატრონი..

შენ რომ ბიძის დამიძახებ,
სიხარულით ვივსები,
შენი ერთი გაღიმებით,
ყველა მიზანს მივწვდები..

შენ იყავი მუდამ კარგად,
მალე დიდი გახდები,
ამ ცხოვრების განსაცდელში,
მე შენს გვერდით დავდგები..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →