შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვამჩნევდი ყველაფერს ..

მიშიმა 22 4 წლის წინ
ვამჩნევდი ყველაფერს!
უმისამართოდ შეკაზმულ რაინდებს,
ფრენით განსწავლულ ვირებს,
სხვის საქმეში ჩაფლულ ცხვირებს,,
ჭორფლით გაჟღენთილ სახეებს,
მათხოვარ ბაგეს,
კოცნით რომ სიძულვილს აჩენს.
არაფრის მთქმელ თვალებს,
დილით ფერებს რომ ვეღარ არჩევს.
გადამწვარ  კლავიშებს ,
წითლად რომ მღეროდა,
სიზმრები აღარ მაგიჟებს..
ცოდვებს  აღარ დამითვლის
და სადღაც ,
გზას გაყვება მარტივით,
მარტო, გიჟი გოგო.
  ვარსკვლავები ცას რომ მოსწყდება,
სურვილები  შენში  გაიხედნება.
ბავშვობის ამბებში ,
მოსჩანს ჩემი გულწრფელი სახე,
ფოსტით მიღებულ წერილებს,
ბრმებს დავურიგებ,
რადგან ღამეში ვერ ამჩნევენ
ჩვენს შორის მომხდარ თვალებით ომებს.
მეომარი ვარ ,
ჩემი თავის უფალი.
ვნებიან ტალღებში,
არმოსჩანს ნაპირი,
ჩაკრას ვგრძნობ ,
კვლავ გამჩნევს  ჩემი  ბიაკუგანი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →