შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ღამე

მიშიმა 22 4 წლის წინ
ღამე მიყვარს უსაშველოდ ხეტიალი ქუჩაში,
რა მინდოდა წუხელ ღამით ,
რას ვეძებდი მუხრანში.

ქარი ქრის და ქარი მღერის,
ქარი ლექსებს მიყვება,
საიდუმლოს არ მიმჟღავნებს
ქარია და მისხლტება.

მარტოობის წუთებს,
წამებს , ვისვრი როგორც ისარი,
მე არმინდა სიყვარული,
უკვდავების სიზმარი.

გალაქტიონს შევეგებე იყო ღვინით ნასვამი ,
აქ გრანელის საიდუმლოს ლექსად ყვება არღანი,
ტიციანთან მიყვარს ჯდომა ,
ანანურის ამბები
გელოვანის ნაზი სიტყვა და ჭილაძის
დარდები.

ისევ მიყვარს როგორც დედა,
ღამე ბნელი უძირო,
გათენდება,
მაგრამ დღესაც ,
მე დავრჩები უძილო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →