შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე ვარ გილგამეში !

მიშიმა 22 4 წლის წინ
მე ვარ გილგამეში!
ქვესკნელში  დამარხული,
ადამიანებში განსწავლული,
არასდროს არავისთან დაკარგული.

ხეტიალს აყოლილი,
ჩემი თავის უფალი.

ღვთიური სასჯელი,
ეშმაკის  გამტეხი,
ლექსების დამქცევი.

თუ   მზე იქნება ,
წვიმა არდამჭირდება,
ქოლგები მოწყენილობით
მიკვდება .

პირამიდები თოვლისგან ინგრევა,
ტუჩები მისკდება,
გრძნობები  კლონებად იქცევა.

წუთი ხარ,
ბაღიდან ედემი,
არმიყვარს ვაშლები,
უზრდელი ბავშვები.

მოლაპრაკე ლეში!
მტკივნეულია  დანა
ჩემს უბეში.

ამინდი გაგიჟდა,
ამემღვრა თვალები,
სიბრმავეს ჯობია ვალები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →