შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაფრენამდე ორი წუთი მიკლია

მოაშორეთ დედამიწას სარტყელი —
გაფრენამდე ორი წუთი მიკლია.
ხანდაზმულთა მინისფერი თვალები,
მათხოვრობა - იდუმალი ციკლია.
მოაშორეთ დედამიწას სარტყელი,
მიწამ დედას გამოსტაცა შვილები,
ბავშვის თვალწინ იხევიან ფურცლები,
მელანი კი - ცრემლი განდეგილების.

მოქრის ბედი - გასროლილი ,,პატრონა",
როგორც ჯვარი, სანამ გავითოშებით,
გაფრენამდე ორი წუთი მიკლია,
ასეთ ყოფას მოკვდომია პატრონი!
სანამ ზეცა დაგვანაცრებს პეშვებით,
პლანეტებზე ვისეირნოთ ქოშებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →