შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ექო სულისა

ჩემთვის უცხო არ არის ცაში შეკვრა კამარის
და მთვარიან ღამეში საუბარი ქარებთან,
გატაცება ცხოვრებით, ხსოვნა თეთრი სამარის,
ლურჯ სხივების ამბორი მშვიდი ტაძრის ზარებთან.
იყო ტკბილი წამებიც და ჟამთასვლა გამების,
ტალღები ნაწნავების, თაღები ვარსკვლავების.
შენ გიყვარდა სიცოცხლე, ის კი სიკვდილს ეტრფოდა, ვაგონი კი მიჰქროდა ზმანებათა მეტროდან...
იქნებ შენი ესმოდათ, ეგებ მარტოც იყავი,
ხან ასე და ხან ისე, ნება გაითავისე.
ჩასახლებულ ცხრა ძმასთან თხილი ვერ გაიყავი,
ჯერ სამსალა იგემე, მერე რწმენით აივსე.
საოცარი გამოდგა ერთი წუთი სოფელში,
მთების თბილი სიცივე და ალალი თვალები,
ისტორია სანთელზე, ზვარი შეუყვარები,
მშობლიური მიწისთვის მეომარი ხარები.
ჩემთვის უცხო არ არის ცაში შეკვრა კამარის
და მთვარიან ღამეში საუბარი ქარებთან!


2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →