შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

როცა რჩევა გჭირდება

როცა რჩევა გჭირდება და სიტყვები ნარჩევი,
გამოგიტანს განაჩენს, არ გიტოვებს არჩევანს,
აღარა გაქვს სურვილი შენი სულის გარჩევის,
გარჩენილი ფიქრების აჩრდილებთან დარჩები.

გაჩნდებიან აზრები, აჩნდებიან თაბახებს,
შენს სულს ისევ სიჩუმის მოჩვენება შეუჩნდა.
ჩვეულებრივ, ჩვენებურ ხალხს თავს კარგად აჩვენებ,
არ გსურს, შენი ტკივილი რომ გახადო საჩინო.

მარადიულ ვნებებთან უთანაბრო ბრძოლაში,
სული მაინც აბახებს ამბოხებულ ბოხემას,
გაჩნდებიან სიტყვები, აჩნდებიან თაბახებს,
გული არ გაიტეხო, ზეცა მიწას მოხედავს!..


2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →