შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს

ძმობის ხელი ჩავკიდოთ, ბოღმა გაგვანადგურებს,
ბუნება, ხომ უდავოდ ღმერთის ქმნილი წიგნია.
ეკლესია, მეჩეთი - ღვთის სახლია ორივე,
სიკეთეა ყურანი, სიკეთეა ბიბლია.

ქართველი თუ ქართველს ნაგლად სულში ჩააფურთხებს,
მაშინ მტერი გაგვთელავს და საფლავს წაგვიბილწავს.
გონს მოვეგოთ და ვიწამოთ სულში ღმერთის რწმენა,
პატივი ვცეთ სალოცავებს, მამულს ჩვენს საფიცარს.

ერთად დავდგეთ, სიყვარულის გავდოთ მტკიცე ხიდი,
მოვიცილოთ გულზე ჯანგად მოდებული გესლი.
სიზმარშიაც ღვთის შეწევნით გავიმდიდროთ სული,
გავმრავლდეთ და სულ იხაროს ჩვენი ჯიშის ფესვი.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →