შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საერო მოძღვარს

(ვუძღვნი ჩემს მასწავლებლებს)

მომავალი შენს ხელში იძერწება,
ცოდნის სახლში იწვი, როგორც ლამპარი.
ხარ ბავშვთა უდიპლომო ფსიქოლოგი,
მოჩუხჩუხე წყარო არ დაუმშრალი.

აყალიბებ ორკესტრს ანგელოზთაგან,
დირიჟორობ მთელი მათი ცხოვრება.
ჩაუმქრალი ნათება ხარ დიადი,
ვით მზის სხივის ძალა და ელვარება.

ამიტომაც გქვია ერის მოძღვარი,
სიცოცხლე და უკვდავება სულისა.
არ მოგაკლოს წმინდა გზაზე მარადჟამს,
დალოცვა და მფარველობა უფლისა.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →