შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რაც ადვილია, ძნელია

სიცრუის თქმა, ძალიან ადვილია,
ტყუილში სიცოცხლეა სიმწრის მთქმელი.
ცოდვის ჩადენა, კეთება - ადვილია,
ცოდვით ცხოვრებაა ძნელი და ბნელი.

მეგობრების დაკარგვა - ადვილია,
შენარჩუნებაა საკმაოდ რთული.
გულმა გონება მართოს - ადვილია,
ძნელია, გონებით მომართო გული.

ტკივილის მიყენება - ადვილია,
სიხარულის მინიჭებაა ძნელი.
ჭრილობების განკურნვა - ადვილია,
დავიწყება არის შეუძლებელი.

წაქცეულის ჩაწიხლვა - ადვილია,
სიკეთის ხელის გამართვაა ძნელი.
ღალატი, ხომ ყველაზე ადვილია,
უერთგულესი ცხოვრებაა ძნელი.

შეცდომების დაშვების გზა ხსნილია,
გამოსწორების გზაა ჩახერგილი.
გულწრფელ, უსპეტაკეს გრძნობასთან გვერდით,
ბოროტებაა მუდამ ჩანერგილი.


მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →