შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მხოლოდ მაშინ დავიძინებ სამუდამოდ

დრო მოვა, მაგრამ არ ვიცი როდის,
ჩემს ნეშტს მიწაში ჩაასვენებენ,
სული აიფრენს ზეცაში, სადაც
უბრალო ხალხი განისვენებენ.

სასუფეველშიც უქმად ვერ გავძლებ,
სამშობლოს ჯავრით რა დამაძინებს.
უფალს პირისპირ შევხვდე, ამისთვის
არ შევანელებ მე ჩემს ნაბიჯებს.

როცა შევხვდები, ვთხოვ საქართველო, -
ლოცვით აავსოს სამარადჟამოდ.
მერე, ჩემს კუთვნილ ადგილსამყოფში
დავიდებ ბინას მშვიდად, საამოდ!

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →