ჩანაწერი
Laravel
მენატრება დედის ნანა...
(უპატრონოდ მიტოვებული ბავშვების სათქმელ-სადარდებელი)
მიმატოვა დედამ, მამამ,
პაწაწინა ცეროდენა.
დარდით გული დამიბერდა,
ცრემლი სისხლად დამედინა.
***
სხვა გარემოში ვიზრდები,
მწარე ხვედრი მერგო წილად.
ნუთუ არ მთვლი, ჩემო დედი,
შენს სისხლად და შენს ნაწილად.
***
სხვის კალთაში, სხვის უბეში,
ვერ ვისვენებ, ჩემო ნანა.
უპატრონოს მეძახიან,
არ მყავს დედა, არ მყავს მამა.
***
ჩემი ტკივილი და ტანჯვა,
აქ არავის არ "აშინებს".
ასე მწარე, უბედური,
დედიკო რად გამაჩინე.
***
მუხლმოყრილი გევედრები,
ერთხელ მაინც მინახულე,
გულს ჩამიკარ, მომეფერე.
სიყვარული გამიმხილე.
***
უძველესი დედის ნანა,
დამიმღერე, როგორც ჟღერდა.
მოდი ჩემთან, გამახარე,
გეხვეწები, ჩემო დედა.
მიხეილ ჯაყელი
მიმატოვა დედამ, მამამ,
პაწაწინა ცეროდენა.
დარდით გული დამიბერდა,
ცრემლი სისხლად დამედინა.
***
სხვა გარემოში ვიზრდები,
მწარე ხვედრი მერგო წილად.
ნუთუ არ მთვლი, ჩემო დედი,
შენს სისხლად და შენს ნაწილად.
***
სხვის კალთაში, სხვის უბეში,
ვერ ვისვენებ, ჩემო ნანა.
უპატრონოს მეძახიან,
არ მყავს დედა, არ მყავს მამა.
***
ჩემი ტკივილი და ტანჯვა,
აქ არავის არ "აშინებს".
ასე მწარე, უბედური,
დედიკო რად გამაჩინე.
***
მუხლმოყრილი გევედრები,
ერთხელ მაინც მინახულე,
გულს ჩამიკარ, მომეფერე.
სიყვარული გამიმხილე.
***
უძველესი დედის ნანა,
დამიმღერე, როგორც ჟღერდა.
მოდი ჩემთან, გამახარე,
გეხვეწები, ჩემო დედა.
მიხეილ ჯაყელი
Laravel
კომენტარი
0