შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე ვარ საქართველო

(რამ და რირო)

მე ვარ საქართველო , ვარ ღმერთო, რა დიდი!
ვარ მთელი სამყაროს, სიყვარულის ხიდი.

მე ვარ საქართველო ,
ვარ ღმერთის უბეში,
ვარ წმინდა მიწა და
მიჯნურთა ნუგეში.

მე ვარ საქართველო , დაფლეთილ - დაჭრილი,
სისხლ - ცრემლად დაღვრილი, ბრძოლით გადაღლილი.

მე ვარ საქართველო,
გმირების სამჭედლო,
ვარ სისხლით მორწყული
მინდორი და მდელო.

მე ვარ საქართველო ,
ვარ ევროპის გული
ვარ მზია და ზეზვას
დედობრივი სული.

მე ვარ საქართველო ,
მოყვრისთვის მოყვარე. ვარ ქართლოსიანთა
ჯიში და მოგვარე.

მე ვარ საქართველო ,
ვარ ღვთის კურთხეული, ვარ გუთნის დედა და
ვარ უკვდავი სული.

მე ვარ საქართველო ,
დიდებისმოყვარე,
ვარ თავმდაბალი და
ვარ სტუმართმოყვარე.

მე ვარ საქართველო,
მგლის მუხლია ჩემში.
ვარ აკვნის სამშობლო,
გმირ დედების ხელში.

მე ვარ საქართველო,
ვარ გულისხმიერი,
ვარ მებრძოლი სული,
მრავალჟამიერი.

მე ვარ საქართველო ,
არვისგან მართული,
ვარ განგების ხელით
ცამდე აღმართული.

მე ვარ საქართველო ,
მუხლდაუცემელი
ვარ შეუდრეკელი ,
ვარ გაუტეხელი.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →