შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დედა

დედა - უფლის წყალობა და ლოცვაა,
დედა - სულის ნეტარი სიმშვიდეა.
დედა - ცხოვრების არსი და აზრია,
დედა - შეუპოვარი სიმტკიცეა.

დედა - სამარადისო სიცოცხლეა,
დედა - მოკრიალებული გულია.
დედა - უნარია, თვალის ჩინია,
დედა - სულში უწმინდესი სულია.

დედა - ღვაწლია, დიდი ამაგია,
დედა - ზრუნვაა ღვთის მადლით აღვსილი,
დედა - სითბოა, მზეა, სინათლეა,
დედა - კაშკაშა მთვარეა გავსილი.

დედა - ბუნებაში ანგელოზია,
დედა - თვით აღქმა და სიხარულია.
დედა - სამშობლოს სინდის- ნამუსია,
დედა - უპირობო სიყვარულია.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →