შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზამთარი

ფანჯრიდან გავყურებ თეთრად დათოვლილ მთებს,
მზე ღრუბლების უკან მორცხვად დამალულა.
ეზოში ყინვით შებოჭილი ხეები,
სევდას აუტანია და დაზაფრულა.

ბობოქრობს ქარი და ზამთარი იცინის,
დრო უდგას თავისი, ჟამი ცისქვეშეთში.
ძილს მისცემია დაღლილი დედამიწა
და ცხელ გულს აგრილებს ქათქათა ფიფქებში.

წყლის შხეფები, საწვიმარ ღარს გაფანტული,
გადმოდუღებულა ყინულის ქარქაშში.
აივანზე ჟღურტულობენ ბეღურები,
არემარე ჩაქარგულა თეთრ ფარჩაში.

თავი დაუკარი თოვლის მობრძანებას
და ბუხარში კოპიტის შეშა შეუნთე.
ღმერთს შევთხოვე: მშვიდი ზამთარი გვარგუნე,
წყალობა მოგვეც, შეცდომები შეგვინდე.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →