შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ცხოვრების ანი-ბანა

„ ბედი ხნავს და ბედი სთესავს,
ბედი მოიყვანს ყანასა”.
ანდაზა ბოლომდე აღწერს,
ცხოვრების ანი-ბანასა.

ბევრს ოქროს ტახტი შეხვდება,
საჯილდოდ მამა-პაპასგან.
ზოგს კი - საფლავიც არ რჩება,
მოსაგონებლად ყრმასაგან.

ბრძენ -კაცის სიტყვის სალარო,
ხალხისთვის სამსახურია.
კოშკები, თვალ - მარგალიტი,
თავისთვის არაფერია.

უნიჭოს დოვლათი არის,
მოძრავ-უძრავი ქონება.
ახარებს, აბედნიერებს
გარშემო მყოფთა მონობა.

უბრალო ხალხის ცხოვრება,
დინების თანამგზავრია.
მისი ამქვეყნად ადგილი,
მხოლოდ სახელი-გვარია.

რას იზამ, ადამიანი
ღმერთს ასე გაუჩენია.
მახსოვს, ვაჟამაც გვაუწყა,
ბუნება მბრძანებელია.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →