შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აჭარელი ვარ, ქართველი

აჭარელი ვარ, ქართველი, დედის ძუძუთი გაზრდილი. სტუმარს ღვთის კაცად მივიჩნევ, და-ძმობა ვიცი ნამდვილი.

მოყვარეს მოყვრულად ვხდები, მტერთან არ მწადის ლაჩრობა. ზურგზე არასდროს ვეცემი, არც პირქვე მიყვარს ჩამხობა.

კაცობის ქუდი მახურავს,
სინდის-ნამუსით შემკული. ვიჩოქებ, მხოლოდ ღმერთის წინ, ვლოცულობ უფლის მორჩილი.

გზაზე „ბაირაღად“ დამყვება. უმწიკლო დედის მანდილი. სუფთა წარსულით მოვდივარ, ძლიერი, წელგამართული.

მიხეილ ჯაყელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →