ჩანაწერი
Laravel
დიალოგი: მეცნიერი და პოეტი
მეცნიერი:
სამყარო დაიწყო მაშინ, როცა დრო ჯერ არ არსებობდა. ნულოვან წამში დაიბადა სივრცე, ენერგია, კანონი. ყველაფერი, რასაც ახლა ხედავ, მათემატიკური აუცილებლობის შედეგია.
პოეტი:
თუ დრო არ არსებობდა, ვინ დათვალა ის წამი?
და თუ ყველაფერი აუცილებლობაა - რატომ მტკივა ხანდახან ისე, თითქოს არჩევანი მქონდა?
მეცნიერი:
ტკივილიც ქიმიაა. ემოციაც რეაქციაა. ვარსკვლავიც იგივე პრინციპით იბადება, როგორც ცრემლი - წნევის გადაჭარბებით.
პოეტი:
ვარსკვლავი მაინც არ კითხულობს საკუთარ თავს.
ადამიანი კი - კითხულობს.
ეს ზედმეტია ქიმიისთვის.
მეცნიერი:
ზედმეტი არაფერია. ცნობიერება არის რთული სისტემის შედეგი. საკმარისი სირთულე - და ჩნდება „მე“.
პოეტი:
ან იქნებ „მე“ იყო მიზეზი სირთულისა.
იქნებ სამყარო გაიხლიჩა, რომ ვინმეს ეთქვა: მე ვარ.
მეცნიერი:
შენ ანთროპოცენტრიზმს ერევი. სამყარო არ იქმნება ადამიანის გამო.
პოეტი:
არ ვამბობ ადამიანის გამო.
ვამბობ - შემხედველის გამო.
სარკეს რა აზრი აქვს, თუ არავინ ჩახედავს?
მეცნიერი:
სარკე მაინც არსებობს, უყურებენ თუ არა.
პოეტი:
არსებობს, მაგრამ არ იცის რომ არსებობს.
სამყარო კი - ჩვენს თვალებში პირველად იგებს საკუთარ სახელს.
მეცნიერი:
შენ ამბობ, რომ სამყარო საკუთარ თავს ჩვენს ცნობიერებაში უყურებს?
პოეტი:
დიახ.
და შენს ფორმულებში - ძვლებს ისვრის,
ჩემს სიტყვებში კი - სუნთქვას.
მეცნიერი:
მაშინ ჩვენ მოწინააღმდეგეები არ ვყოფილვართ.
პოეტი:
არასდროს.
შენ კარს ხსნი,
მე კი ვეკითხები - რატომ უნდოდა გაღება.
მეცნიერი:
და პასუხი?
პოეტი:
იმიტომ, რომ დახურულ სამყაროში ღმერთიც კი მარტო რჩება.
სიჩუმე.
ორივე უყურებს ცას -
ერთი ზომავს,
მეორე უსმენს.
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

კომენტარი
0