ჩანაწერი
Laravel
სარკეების უდაბნო
ფიქრი — აბსტრაქციაა, სარკეების უდაბნო,
მოძალადე წურბელა მინდა მხატვრად ვაქციო.
გიჟი ვარ და ვუბერავ, მაგრამ ჩემზე ნუ დარდობ,
შებმული ვარ პონებით სულის ბნელ ატრაქციონს;
და აკეთებს სიკვდილი კვლავ ერთსა და იმავეს —
მე მეხუთე მალა ვარ მოტეხილი კისრისა;
გატეხელი სურათის დაგანახებ სიმრავლეს,
რადგან ერთი ნატეხიც ამ სამყაროს ტოლია.
ფიქრი — აბსტრაქციაა, სარკეების უდაბნო,
მოწითალო ნაბადში თმას სიკვდილი ჩაიშლის;
სანამ მიწა გასკდება, ზეცა, დაო, დამალე.
ერთი კოვზი სიმშვიდე ჩამიყარე ჩაიში.
სამყაროში ომია — ფუტკრისა და კრაზანის,
ჩემი თაფლი გავზომე ძველი სუფრის კოვზებით —
დაო, ჩემს წასაყვანად ანგელოზებს აგზავნის
გაპარული სისხლიდან ნარკომანის დოზები.
მე ვარ მელანქოლია — ტრანზიტია ხორცი და
მახვილი უქონლობოთ; ფეხზე ვიცვამ Adidas-ს.
მე სიმშვიდე მომცილდა — მე სიმშვიდე მომცილდა,
მიწისქვეშა წყალივით სიყვარული ადიდდა.
მე სიკვდილი მიყვარს და დაო, სიკვდილს ვერ ვტოვებ,
ჩემი სული მიანდე სამუმებს და ნიავებს —
ჩემი თავი — სკვერია, გასავლელი ბეტონის,
კვლავ ჩონჩხიან ხეების ჯიბრს, რომ იფერიავებს.
შენთვის „სხვაა“ ტაძარი, ხოლო ეს „მე“ — ლოდია,
ქვიშის პარანოია — სუნთქვაა და დებოში,
და მე არა მგონია, ჩემი ყრუ მელოდია
სადმე უნდა წავიდეს — შავში, ულანდებოში.
დაო, ჩონჩხის ქუჩებში, ნაბიჯებიც მემალვის,
გაქრობასაც აქვს ფორმა, მითხრეს მამაოებმა;
სადღაც ფუძის ნიავში ყვავილს დაყრის ტყემალი —
სადაც დუმილს თავს ესხმის ბნელი ამაოება.
საკუთარი თავი — დღეს; მარადიულს ვუმრავლე —
რტოებს და შევეგუე მერე მე ამ რტოობას,
ახლა ვემუსიკები გიჟის სიიდუმალეს —
სადაც განცდა ცოდნაა და ცოდნაც — მარტოობა.
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

კომენტარი
0