შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წლების სიტკბო

სიყვარული მიქაელს რით ვერ შემღირსებია? —
სული ქარში დავმარხე, როგორც თეთრი სოსანი;
დრო ბებიად იქცა და წარსულს ღერღავს ბებია,
წლების ტკივილს სიტკბოდ ცვლის — ბებიაა მგოსანი.

სიყვარულის მინდორში გაერეკა ძროხა შორს,
თითქოს მარადისობა ბალახს ძოვდა — იტყოდი;
და თვით მარადისობას ნარაჯის მოხარშვა სურს,
რომ ბებიის ხელებმა წლებს აჭამონ სიტკბო.

რაც წლებმა ვერ წამართვა — ბავშვობაა, მაჟალო,
აქ ბავშვობა აწმყოში დარჩენილი წლებია;
და წარსულმა აწმყოს კვლავ, მისცა ძალა კაჟივით,
აქ ჩუმ წარსულს მომავლის ძალა მისცა ბებიამ.

სული არის ტრაპეზი და მაღალი კლდე — გული,
ცა მწიფდება, როდესაც მიწას ხურმა შემოაქვს;
დროს ჭრილობას უხორცებს და სიბერეს აცისკრებს —
რაც ტკივილად დაიწყო, სიყვარულის გემო აქვს.

ძველს მოვკიდე ხელი და მომავალში გავლიე,
წითელთმიან ჩირაღდანს ქარი აქრობს, ბებია;
შენს სიტკბოში თავიდან წლები გავიხვალიე,
ცა თვალებში დაბერდა — ნეტა, რად დავსებია?

რაც წლებმა ვერ წამართვა — ბავშვობაა, მაჟალო,
მწვანე კბილის კვალივით ენაზე შემრჩენილი;
გუშინდელი დღე ისევ თბილი დღევანდელია,
და მომავლის გულში კი, წარსულია ჩენილი.

ძველს მოვკიდე ხელი და მომავალში გავედი,
ქარმა წითელ ჩირაღდანს თმებში გაუბერა;
იქ ბავშვობა ბუხართან საუკუნეს გაათბობს —
წლები აღარ ბერდება ბებიაში, მჯერა!

აქ დროს მოშივებია ბებია და ბავშვობა,
საუკუნე ოდითგან სიტკბოს ჭამდა მაშინ;
განთიადმა ჩემს გულში კვლავ მტრედებად იბუდა —
და ბებიის დრო ხელში — დარჩა ისევ ბავშვი.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2012 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →