ჩანაწერი
Laravel
ქალი რომ არა
რა მნიშვნელობა აქვს, მოქაჩავს რომელი —
მწეველი თამბაქოს, თამბაქოს მწეველი;
მთავარი აქ არის — ურთიერთკავშირი,
რაც ლამაზი და გამომწვევია!
აქ მთელი სისტემა გონების ნაპირებს
ნერვების ტალღებით ურტყამს და გადადის;
ტუჩებით უთხარი სათქმელი პაპიროსს —
და ახალ ფურცელზე სიჩუმე გადადე.
დარდი თუ გალესავს გონებას მკვლელივით,
არ მისცე უფლება — შენი დღე წაიღოს;
შენს ცვრიან ფიქრებში ყოველდღე ვერ ივლი,
დატოვე გვალვები, ელვები, წარღვნები.
იმას ვერ მოარჩენ, რის გამოც ეწევი,
უბრალოდ წუთებით ივიწყებ სხვა საათს;
შენსავით გიჟი და შენსავით მერწევი —
იცოდე — სხვაცაა!
სხვა ცაა, სხვა დილა, ხევ — ღამეს პარიკებს,
ამას შენელებულს ეძახი სუიციდს.
სულელო, თუ გინდა, დამელაპარაკე,
და არა სიჩუმეს, რომელმაც „ჩუ!“ იცის.
სულს ევლო ხორცი და ფრთას მაღლა ვერ აფრენს,
შეეხე თამბაქოს, ვით კაცის მცივან ტანს;
ასეთ დროს თამბაქო უხდება ყველაფერს —
გარშემო ნეონი, ნამწვი და სინატრა.
მიმტანი ყავას დგამს, ვიღაცა იცინის,
გარეთ მანქანები შორი-შორს მიდიან;
ვიღაცა თავს იჩენს, ვიღაცა იმცირებს,
ვიღაცას უყვარს და ვიღაცას ჰკიდია!
თუ გინდა, იტირე ჩემს მხარზე, მოეშვი,
ინტიმმა, რომ გახსნას ჩვენს შორის აღვირი!
შეგახე სული და სიბილწის მორევი —
ტრფიალით მოსული გილოკე ნაღველი.
ამ ქვედა ბექობზე მე მინდა გცხო ვნება,
თუ გინდა, დაგიკრეფ დუმილის არშიას.
დიდ მოვლენებში არაა ცხოვრება —
არამედ — პატარა წამების ჯამშია.
მე ვიცი, ასწავლი ნიკოტინს იმ ვნებას —
იქ, სადაც სიმტკიცემ ბახუსიც განაზა,
და ვერცერთ თამბაქოს ვერ ეცოდინება,
თუ როგორ უნდა დასრულდეს ლამაზად —
ქალი რომ არა.
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.
მწეველი თამბაქოს, თამბაქოს მწეველი;
მთავარი აქ არის — ურთიერთკავშირი,
რაც ლამაზი და გამომწვევია!
აქ მთელი სისტემა გონების ნაპირებს
ნერვების ტალღებით ურტყამს და გადადის;
ტუჩებით უთხარი სათქმელი პაპიროსს —
და ახალ ფურცელზე სიჩუმე გადადე.
დარდი თუ გალესავს გონებას მკვლელივით,
არ მისცე უფლება — შენი დღე წაიღოს;
შენს ცვრიან ფიქრებში ყოველდღე ვერ ივლი,
დატოვე გვალვები, ელვები, წარღვნები.
იმას ვერ მოარჩენ, რის გამოც ეწევი,
უბრალოდ წუთებით ივიწყებ სხვა საათს;
შენსავით გიჟი და შენსავით მერწევი —
იცოდე — სხვაცაა!
სხვა ცაა, სხვა დილა, ხევ — ღამეს პარიკებს,
ამას შენელებულს ეძახი სუიციდს.
სულელო, თუ გინდა, დამელაპარაკე,
და არა სიჩუმეს, რომელმაც „ჩუ!“ იცის.
სულს ევლო ხორცი და ფრთას მაღლა ვერ აფრენს,
შეეხე თამბაქოს, ვით კაცის მცივან ტანს;
ასეთ დროს თამბაქო უხდება ყველაფერს —
გარშემო ნეონი, ნამწვი და სინატრა.
მიმტანი ყავას დგამს, ვიღაცა იცინის,
გარეთ მანქანები შორი-შორს მიდიან;
ვიღაცა თავს იჩენს, ვიღაცა იმცირებს,
ვიღაცას უყვარს და ვიღაცას ჰკიდია!
თუ გინდა, იტირე ჩემს მხარზე, მოეშვი,
ინტიმმა, რომ გახსნას ჩვენს შორის აღვირი!
შეგახე სული და სიბილწის მორევი —
ტრფიალით მოსული გილოკე ნაღველი.
ამ ქვედა ბექობზე მე მინდა გცხო ვნება,
თუ გინდა, დაგიკრეფ დუმილის არშიას.
დიდ მოვლენებში არაა ცხოვრება —
არამედ — პატარა წამების ჯამშია.
მე ვიცი, ასწავლი ნიკოტინს იმ ვნებას —
იქ, სადაც სიმტკიცემ ბახუსიც განაზა,
და ვერცერთ თამბაქოს ვერ ეცოდინება,
თუ როგორ უნდა დასრულდეს ლამაზად —
ქალი რომ არა.
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.
Laravel
კომენტარი
0