ჩანაწერი
Laravel
ყარს არსებობა
დღეს პოეზიას სუნი ასდის მეტად ბორდელის,
ბნელ ოთახისკენ მეძავივით მომყვება რითმი.
ლპობა ყვავილობს, სილამაზე კვდება ბოდლერის,
მარადისობა დგას — უსისხლო ციკლია თითქმის.
დამალულ ტკივილს სხეულიდან სურს ამოსულვა,
ჩრდილი გათეთრდა — არაფერი ისმის ღმერთისგან.
სიყვარულისთვის, დამიჯერე, მე არ მოვსულვარ,
სიკვდილსაც შერჩა ჩემი სული ჩამოღვენთვისგან.
სულის სიკვდილი იწერება მთვრალი ჰაფეზით,
გერქვას პოეტი, ნიშნავს — გტანჯოს სულმა სპექტრივით.
ყარს არსებობა, ლექსი სულის არის ტრაპეზი,
რადგან სხეული საცობია, ტვინი — პროსპექტი.
არსებასაც კი სწორი კურსი არ უკავია,
რადგან სიცოცხლე სიკვდილია თავისი არსით.
წმინდა უკანლის გათბობაში მზეც უკვდავია —
აქ ზურგს ემთხვევა სიმართლე და პირს — მისი ფასი.
სისხლი მძაფრია, ცას ღალატის სუნი მძაფრი სდის,
მე ფუძის ნიავს გავაქარებ — ფუძე ვისია?
თავისუფლება თუკი დარჩა, სულო — გაფრინდი!
რადგან სითეთრე ჯერაც კიდევ იქით რძისია.
მე აქ დავრჩები, სანამ სუნი არ გათენდება —
ლექსად იქცევა სუნი, ხოლო, ცოდვა — ზმანებად.
ოღონდ ნუ მომკლავ — სიბერემდე მინდა გავთეთრდე,
უკანასკნელი ლპობის სუნი —
გამთენიანება.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი)
2019 წ.

კომენტარი
0