შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

აიწონა - დაიწონა

აიწონა მთვარე - ღამე დაიწონა,
ცაზე ვარსკვლავების ჩუმი სასწორია;
წონასწორობა ღმერთმა გაისწორა -
ნეტა სიყვარულსაც როდის აწონიან?!

აიწონა ცრემლი და ზღვა დაიწონა
და ზღვამ კი ცრემლი ვერ აიტანა;
ზღვა უსაზღვროა, და ცრემლმა იცის,
რატომ გაჩნდა და ვისთვის იღვარა.

აიწონა ბრძენი - ბავშვმა დაიწონა;
ბავშვმა კითხვა დადო და კაცმა - პასუხი;
პასუხი დამარცხდა და კითხვა გადარჩა -
სიბრძნე იქ იწყება, სადაც ჩნდება „რატომ?“

სამყარო მთლიანად აიწონა
და თავი რიცხვებმა წაშალეს;
სასწორის ნემსი გაიყინა -
არც აიწონა რამე,
არც დაიწონა რამე.

მხოლოდ ერთმა სიტყვამ დაიტოვა წონა -
სიტყვამ, რომელსაც ვერავინ აწონიდა:

„მიყვარხარ.“


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2014 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →